ჩვენ შესახებ

company

iTrade.ge არის ქართული ელექტრონული B2B პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ბიზნეს სუბიექტებს შორის ყიდვა-გაყიდვის პროცესის გასაუმჯობესებლად. აქ თქვენ საშუალება გაქვთ გამარტივებული ტენდერის წესით განათავსოთ შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა, მიიღოთ სხვადასხვა შეთავაზება, ან თავად გახდეთ მიმწოდებელი. გარდა ამისა, iTrade-ის უნიკალური ფუნქციის - კომუნიკატორის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდეთ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს და აწარმოოთ მოლაპარაკებები.

ჩვენი მიზანია ციფრულ ეპოქაში შევქმნათ ჯანსაღი ბიზნეს გარემო, სადაც ყოველდღიურად , ყველა ზომის სუბიექტს შეუძლია აწარმოოს მცირე თუ მაღალ ბიუჯეტიანი შესყიდვები, გაყიდვები და იპოვოს ახალი ბიზნეს პარტნიორები.

შედეგად, გამარტივებული ბიზნეს პროცესების, შემცირებული საოპერაციო ხარჯების, ახალი ბიზნეს პარტნიორების და დაზოგილი დროის ხარჯზე ეფექტურად მართავთ თქვენს ბიზნესს.